​​ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი იწყება. სავარაუდოდ, პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად დაესწრება მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

პარალელურად, სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქციაა დაგეგმილი.