​თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს 

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ რიგით მე-5  „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს. ფესტივალი 13 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები სტუმრობენ. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა გამორჩეულია და მსმენელს არაერთ სიახლეს სთავაზობს. ასევე აღსანიშნავია მუსიკალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენები, რომელიც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.

ავტორი: ნია ბარაბაძე.

ახალი დღე

დატოვე კომენტარი