​ აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

ამ წუთებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მართავენ. ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ითხოვენ შეხვედრას. მათი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან უშუალო კომუნიკაციით ყურადღებას ქვეყანაში მედიკამენტ ვოზორიდიტის შემოტანის აუცილებლობაზე გაამახვილებენ, რაც მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს უნდობლობას უცხადებენ.

აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ლანა გალდავა ამბობს, რომ პარტია „ლელო“ აპირებს, დაიბაროს ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე, სადაც შეძლებენ აქონდროპლაზიის სინდრომის ირგვლივ კითხვების დასმას.