ტეგი: პოლიტიკა

#მოამბე 15 საათზე, 30 ოქტომბერი, 2024 #LIVE
ირაკლი კობახიძე - თეორიულად, საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს რომ გაემარჯვა, შეფასებები ალბათ იქნებოდა ბევრად უფრო სწრაფი, პიტერ სიიარტოს მინიშნება რელევანტურია
კახა კალაძე - აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაცია სჭირდება შტაბს, ამით კანონი არ ირღვევა
კახა კალაძე - ჰელსინკის კომისიის განცხადება დაფუძნებულია ტყუილზე
ირაკლი კობახიძე - პარალელური დათვლა მაშინ შეიძლება გამოქვეყნდეს, თუ არის გაყალბება, თუ ემთხვევა ცესკო-ს, ფასი არ აქვს, ეს არის ISFED-ის დამოკიდებულება საკუთარი პარალელური დათვლის მიმართ
ირაკლი კობახიძე - ჰელსინკის კომისია იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნდებოდა მმართველი პარტიის მადისკრედიტებელი ინფორმაცია, იმდენად სუფთად მუშაობს პარტია, რომ ვერავითარი მასალა ვერ დაიდო
კახა კალაძე - ვინმეს მიტინგის ჩატარება თუ უნდა, ეს მათი უფლებაა, მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს
ირაკლი კობახიძე - ბულინგი არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ხელწერა, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის დათესვისა და სიძულვილის დათესვის გარე დაფინანსებისგან
საია საარჩევნო უბნების 90 პროცენტის ბათილად ცნობას ითხოვს
ირაკლი კობახიძე - არჩევნები ჩატარდა სუფთად, სამართლიანად, ამის გამოხატულებაა ცესკო-ს ღიაობაც, მადლობა პროკურატურას, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა ცესკო-ს მიმართვაზე
ირაკლი კობახიძე - 12 წლის განმავლობაში 37%-ით გაიზარდა ენერგეტიკული რესურსები, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ მოხმარებას გადააჭარბოს
კახა კალაძე - კიდევ ვერ იცნობენ ქართველ ხალხს და არ აქვთ წარმოდგენა, როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა
ირაკლი კობახიძე  - „ხობი-2 ჰესი“ ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, ინვესტიციის მოცულობა 63 მლნ დოლარია, დასაქმებული იყო 300 ადამიანი
გურამ მაჭარაშვილი - ყველა ქვეყანასთან ვაპირებთ პარტნიორულ ურთიერთობას, მაგრამ არ ვაპირებთ, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა გავუტაროთ, ნება იბოძონ და ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას პატივი სცენ
კახა კალაძე - პრეზიდენტი უხეში ფორმით, პირდაპირ საუბრობს გაყალბებაზე, კეთილი ინებოს, მიბრძანდეს საგამოძიებო უწყებაში და წარადგინოს კონკრეტული ფაქტები
კახა კალაძე - ISFED-მა კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოებას წარუდგინოს იმ პარალელური დათვლების შედეგები, რომელიც ჩაატარა
კახა კალაძე - ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ამას აფასებს ეუთო/ოდირი
გურამ მაჭარაშვილი - ზურაბიშვილის თამადობით მიბრძანდნენ და გაყალბებაზე მტკიცებულებები წარადგინონ, გამომძიებელს სიზმრებს ვერ მოუყვებიან, ხომ ამბობენ, ზღვა მასალა გვაქვსო, ტბა მასალა მაინც მიიტანონ
კახა კალაძე - ოპოზიცია აღმოჩნდა იქ, სადაც მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ადგილია
მამუკა მდინარაძე - აგენტურული პარტიები დღესვე რომ გაჩერდნენ და თქვან, ყველაფერი კარგად იყოო, არ ვაპირებთ, გავუტაროთ, არჩევნების გაყალბებაზე მათ ტყუილებს ჩავყვებით ბოლომდე