წიგნის დრო
ორშაბათი, 17:00 

ორშაბათი, 17:00 

საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ დათო გორგილაძის საავტორო გადაცემას „წიგნის დრო“.

გადაცემის მიზანია, მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია, საქართველოში მიმდინარე ლიტერატურული პროცესის ხელშეწყობა, ახალი ავტორების გაცნობა და გამორჩეული ტექსტების გახსენება.

გადაცემის განმავლობაში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმ საეტაპო და მნიშვნელოვან გამოცემებზე, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს არა მხოლოდ მსოფლიო ლიტერატურულ პროცესზე, არამედ მკითხველთა ყოველდღიურობაზე.

ვეცნობით ქართულ საგამომცემლო ბაზარზე მიმდინარე სიახლეებს და ვმასპინძლობთ საინტერესო ავტორებს.