ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე (15)

კვირა, 21:30

„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ (15) – 12 სერიაში მოქცეული დეტექტიური ისტორია ყოველ კვირას საქართველოს პირველი არხის ეთერშია. ის „დომინოს პრინციპით“ იქნება აგებული, მოვლენები ერთმანეთს მიეწყობა და კვანძი მხოლოდ ბოლო სერიაში გაიხსნება.

მიუხედავად წმინდა დეტექტიური ისტორიისა, ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი დინამიზმისა და დაძაბულობისა, სერიალში გვხვდება რომანტიკული და მელოდრამული გადახვევებიც, თუმცა „სასპენსის“ მომენტი არც ერთ სერიაში არ დაიკარგება.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალის სიუჟეტი საკმაოდ ჩახლართული და რთულად პროგნოზირებადია, ის გასაგები იქნება ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის.

ვიდეო/აუდიო