წინასაარჩევნო გადაცემათა ციკლი
„თვითმმართველობა 2017“
წინასაარჩევნო დებატები პირდაპირ ეთერში
კვირაში სამჯერ
პროექტის უმთავრესი მიზანია:
• უზრუნველყოს მოქალაქეების მაქსიმალურად სრული და ყოველმხრივი ინფორმირება არჩევნებში მონაწილე პარტიების, კანდიდატებისა და მათი პროგრამების შესახებ;
• უზრუნველყოს საქართველოს რეგიონების მაქსიმალური ჩართულობა გადაცემაში;
• წარმოაჩინოს ადგილობრივ მცხოვრებთა პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზებზე გაიმართება დებატები საარჩევნო სუბიექტებს შორის.
ფორმატის მოკლე აღწერა:
• პროექტი სულ 15 გადაცემას მოიცავს, აქედან 4 თბილისიდან, დანარჩენი 11 გადაცემა კი რეგიონებიდან გადაიცემა;
• პირველი გადაცემა დაეთმობა ადგილობრივი არჩევნების არსისა და მნიშვნელობის განმარტებას;
• ერთი გადაცემა (თბილისში) კვალიფიციური პარტიების სიის პირველი ნომრების დებატებს დაეთმობა;
• ერთი გადაცემა (თბილისში) პარტიების წარმომადგენლებს შორის თემატურ დებატებს დაეთმობა;
• 12 გადაცემა მერობის კანდიდატებს შორის დებატებს დაეთმობა;
• სულ 11 მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას;
• წინასწარ დამზადდება შერჩეული მუნიციპალიტეტების „პროფაილები“;
• ასევე თითოეულ მუნიციპალიტეტში წინასწარ მომზადდება ვიდეოამბები, სადაც კონკრეტული ადამიანები კონკრეტული პრობლემის შესახებ მოგვითხრობენ. თემის მიხედვით, კითხვას დაუსვამენ დებატის მონაწილეებს;
• ასევე, წინასწარ მომზადდება ქუჩის გამოკითხვა ადგილობრივ მცხოვრებთათვის მტკივნეულ თემებზე;
• დებატებში მონაწილეებისთვის სალაპარაკო დრო ლიმიტირებულია.
ვიდეო/აუდიო