წიგნების თარო
შაბათი-კვირა, 19:00

ავტორი – ნინო კელაურიძე

წამყვანი – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

რეჟისორი – მაკა როსტიაშვილი

„წიგნების თარო” ახალგაზრდული ლიტერატურული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. „წიგნების თაროს” სასკოლო სეზონში რჩეული 32 სკოლის გუნდი მონაწილეობს. თითოეულ გუნდში სამი, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასის მოსწავლეა. სტუდენტურ სეზონში კი მთელი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საუკეთესო 16 გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს.

თამაში სამი ეტაპისგან შედგება:

პირველ ეტაპზე გუნდები ცხრა ლიტერატურულ რაუნდს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი სამი ქულით ფასდება, დამატებითი დროის განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში – ორი ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ პასუხის გასაცემად წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო – სწორი პასუხი ერთი ქულით შეფასდება.

მეორე ეტაპი ქართული რაუნდებით იწყება, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს გუნდურად ეჯიბრებიან ქართული თემატიკის კითხვების გამოცნობაში. ამ რაუნდში სამი ორქულიანი შეკითხვაა: ისტორია, გეოგრაფია და კულტურა.

მეორე ეტაპი გრძელდება ზოგადი რაუნდებით, რომლებიც ასევე სამი კითხვისგან შედგება და მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება ორი ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება მეორე ეტაპზე არ მოქმედებს.

მესამე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური. ბლიცში მხოლოდ ერთი მოსწავლე მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით.

გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს. შოუ გრძელდება ერთი სატელევიზიო სეზონის განმავლობაში, ოლიმპიური სისტემით. პროექტის მონაწილეები წიგნებით, პლანშეტებით, ვაუჩერებით და სხვადასხვა პრიზით საჩუქრდებიან, პროექტის გამარჯვებული გუნდები კი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში მიემგზავრებიან.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე!

“The Bookshelf” is a team game show of Georgian First Channel airing every Sunday at 19:00.

The show combines various spheres with literature. Competitors are the teams from Georgian schools (School Season) and universities (Student Season) each consisting of 3 participants.

Each season is a championship arranged in knockout system: it starts with sixteenth-finals and ends on the finals.

There are 32 competing school teams made up of three 10th, 11th and 12th graders in the school season and 16 competing University teams made up of three students in the student season.

The usual prize for the winning team is an English language courses in the Cambridge summer school.

 

Structure:

“The Bookshelf” is a 4-stage game show. There are 9 literature rounds, 3 Georgian thematic rounds, 3 general knowledge rounds and a lightning round. The questions in each round test the young people’s logical thinking and general knowledge. There are various hints for each question. At the beginning of a question, the hints are quite vague and then gradually become more obvious. The questions may differ in terms of originality, creativity, informational content, and their hint style.

The 1st stage is the 9 literary rounds, which are called Character, Quote, Viewer, Miscellaneous, Video-Question, Association, Author, Film Adaptation and the Book. A correct answer to any of the 1st stage questions give 3 points, but if a player guesses in the extra 30 seconds, he/she earns 2 points. However, if the team gets the right answer using the host’s final hint after the time runs out, they get only 1 point.

The 2nd stage is the 3 rounds of Georgian thematic: Georgian History, Georgian Geography and Georgian Culture.

The 3rd stage is the 3 general rounds: Art, Science, and Sports. During the third stage, the competitors face each other one on one. An immediate right answer gives 2 points and there is no additional time or hint from the host.

The 4th stage is the lightning round in which a player selected by the team tries to answer as many questions as possible in one minute. In the lightning round, each right answer gains 1 point.

In the end, the team that earns the most points is declared the winner.

 

Like our page on Facebook!