ყოველდღე, 16:30
ამერიკულ სერიალში „ტრიუმფი” (U) ასახულია ბროდვეის თეატრების ცხოვრება. რასაც მაყურებელი ხედავს და ისიც, რაც სცენის მიღმა ხდება – კულისებში განსხვავებული ნიჭისა და შესაძლებლობების მსახიობების ბედი წყდება. მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ წარმატებას ნებისმიერ ფასად მიაღწიონ. პროფესიონალ მსახიობებს კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრებასთან ერთად, პირად ცხოვრებაშიც არანაკლები პრობლემების გადალახვა უხდებათ.
ამბიციური რეჟისორი ლეგენდარული მერილინ მონროს ცხოვრების შესახებ სპექტაკლის დადგმას გადაწყვეტს. მთავარ როლზე ორი მსახიობი განიხილება გამოცდილი აივი ლინი (Ivy Lynn) და ნიჭიერი, მაგრამ ნაკლებადცნობილი კარენი (Karen Cartwright). რეჟისორი უპირატესობას აივის ანიჭებს, თუმცა კარენი დანებებას არ აპირებს. სერიალში მოვლენები დრამატულად ვითარდება. გრანდიოზული სპექტაკლის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება…