ტელედოკი
შაბათი, 20:00

ყოველკვირეული 26-წუთიანი დოკუმენტური ჩანახატი (ფილმი, რეპორტაჟი, მოზრდილი სიუჟეტი) ადამიანებზე, რომლებიც აქტუალურ და საინტერესო საზოგადოებრივ, კულტურულ, ეკონომიკურ და/ან სოციალურ ცხოვრებაში არიან ჩართულები; მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე, პრობლემებზე, ფიქრებზე, ოცნებებსა და იდეალებზე.

საინტერესო გმირების გარდა, ეს ჩანახატები შემოგვინახავენ ეპოქის ატმოსფეროს, გვაგრძნობინებენ მიმდინარე ისტორიულ კონტექსტს, განწყობას, დროის „სურნელს“. თითოეული ჩანახატი იქნება ჩვენი დროის უტყუარი დოკუმენტი და ერთგვარი მასალა, ან იმპულსი მომავალი დოკუმენტური და მხატვრული ფილმებისთვის, ისტორიული თუ სოციალური კვლევებისთვის და ა.შ.

ვიდეო/აუდიო