ყოველ შაბათს, 22:00 საათზე გადაცემა თაობა ტელესკოლის ეთერშია.
სატელევიზიო სივრცე ახალგაზრდებისათვის სადაც მსჯელობენ საინტერესო თემებზე, პრობლემებზე და გამოწვევებზე.
გადაცემა რამდენიმე საინტერესო რუბრიკას აერთიანებს:
- ლუკა კალატოზის კიბერ სივრცე – სადაც სტუმარი თავად ირჩევს ვიდეო თამაშს და თამაშთან ერთად არის ბლიც-ინტერვიუ.
- გიორგი-ნიკოლასის რუბრიკა – აღმოაჩენს, გვაცნობს ახალგაზრდა და გამორჩეულ ნიჭიერ ადამიანებს.
- ელენიკო რუხაძე – იგივე ფოქსი ელენიკოს რუბრიკა რჩევებით, საინტერესო ჩელენჯებით ეხმაურება გადაცემის მთავარ თემას.
- მემე ჟორდანია – სტუდიის მთავარი მასპინძელია.
ცნობილი და წარმატებული მუსიკოსები – ლევან კემულარია, სანდრო ბიბიჩ კვაჭაძე, ჯონი თითირაშვილი, დავით ბარნაბიშვილი, გადაცემას მუსიკალურად აფორმებენ.