სახლისკენ
18:00 - 20:00

ორშაბათი-პარასკევი; 18:00 – 20:00

საღამოს საინფორმაციო – შემეცნებითი პროგრამა “სახლისკენ” ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს 18.00-დან 20.00 სთ.-მდე.
პროგრამა გაგაცნობთ დღის მნიშვნელოვან მოვლენებს, ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ სიახლეებს, შემოგთავაზებთ მუსიკას, რომელიც საინტერესო სტუმართან თუ ინფორმაციასთან ერთად შეგიმსუბუქებთ დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს სახლისკენ მიმავალ საცობებიან გზას, სახლში მყოფებს კი ოჯახური საქმეების შესრულების პარალელურად დროს აზრიანად გაგატარებინებთ და პრობლემებს ხალისით დაგანახებთ.
გადაცემას “სახლისკენ” ყავს 4 წამყვანი. ქეთი ელიეშვილისა და დავით ველიჯანაშვილის,
ასევე ანო თაკალანძისა და ლუკა ჭოჭუას წყვილები მონაცვლეობით შემოგიერთდებიან ყოველი სამუშაო დღის ბოლოს და პირდაპირ ეთერში სხვადასხვა თემას თქვენი ჩართულობით განიხილავენ.
კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა რადიო პირველი არხის ტალღაზე FM 102.4 ყოველ სამუშაო დღეს 18.00-დან 20.00 საათამდე

ვიდეო/აუდიო