ნაშუადღევს

ორშაბათი-პარასკევი, 12:30
წამყვანები: მარიამ გიორგობიანი, ელენე თავაძე, თინა ლაღიძე, ირინა ესვანჯია, ნინუცა ორჯონიკიძე, რამილია ალიევა.

გასართობი გადაცემა „ნაშუადღევს“ პირდაპირ ეთერშია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 12:30 საათიდან 14:30 საათამდე. გადაცემის მიზანია მაყურებლის გართობა, პოზიტიური განწყობის შექმნა, ასევე, აუდიტორიისთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა თემებზე, მათ შორისაა: კულტურა, მოდა, ტურიზმი, თავის მოვლა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კინო-ფოტო და ვიზუალური ხელოვნების სხვა დარგები, ქალი ბიზნესში, მცენარეების მოვლა და სხვ.

სტუდიაში მოწვეული სპეციალისტებისგან მაყურებელი მიიღებს კვალიფიციურ რჩევებს სამოქალაქო სამართლის, ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის, ოჯახური ურთიერთობების პრობლემების გადაჭრის და სხვა საჭირბოროტო თემების შესახებ.

გადაცემის მიზანია ახალი სახეების, საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და წარმოჩენა.

გადაცემას ყოველდღიურად სამი სხვადასხვა წამყვანი გაუძღვება.

გადაცემაში არის მუდმივი რუბრიკები:

„ნუცას ტური“
ავტორი და წამყვანი – ნუცა გამცემლიძე

ეს არის რუბრიკა თავგადასავლებისა და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის.

„ნუცას ტური“ ყოველ პარასკევს მაყურებელს სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტებს გააცნობს, აჩვენებს საქართველოს ძნელად მისასვლელ ულამაზეს ადგილებს.

რუბრიკის მიზანია ტურიზმის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

„მანჯის სამზარეულო“
წამყვანი – გიორგი მანჯავიძე

ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს „ნაშუადღევის“ ეთერშია კულინარიული რუბრიკა “მანჯის სამზარეულო“. რუბრიკის მიზანია ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია.

ჩვენ ვეცდებით, საშუალოზე მაღალი ან მაღალი კლასის რესტორნის კერძები თავისუფლად ხელმისაწვდომი გავხადოთ რიგითი დიასახლისებისთვის, რათა ნებისმიერი საუზმე ან სადილი ოჯახში პატარა დღესასწაულს დაემსგავსოს.

პერიოდულად ჩვენი სტუმრები იქნებიან როგორც ცნობილი „შეფები“, ასევე ცნობილი ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ გასტრონომია.

მოვამზადებთ კერძებს ძველი ქართული რეცეპტებით, პერიოდულად გადაცემა დაეთმობა კონკრეტულ თემას: ღვინოს, ყველს, სერვირებას ან რომელიმე ქვეყნის სამსზარეულოს.

„მანჯის სამზარეულოს“ რეცეპტები მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს პირველი არხის ონლაინ პლატფორმაზე.

„ახალი მედია“
წამყვანი – ირინკა ფაღავა

ყოველ ორშაბათს რუბრიკის წამყვანი მიმოიხილავს სოციალური ქსელების სიახლეებს, საინტერესო და სახალისო ამბებს, პოპულარულ ვიდეოებს.

„ბასას ბიბლიოთეკა“
წამყვანი – ბასა ჯანიკაშვილი

ყოველ ოთხშაბათს, ახალი წიგნების მიმოხილვა, რუბრიკის ავტორის რეკომენდაციები ლიტერატურის მოყვარულთათვის.

საინტერესო ინფორმაცია წიგნების ავტორების და კონკრეტული ლიტერატურული ჟანრის სხვა ცნობილი წარმომადგენლების შესახებ.

 

ვიდეო/აუდიო