მშობლის საათი
ტელესკოლა

შაბათ-კვირა, 13:00

ქვეყანაში პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოქალაქეების ცხოვრების წესზე. განსაკუთრებით შეცვალა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვების და მათი ოჯახების ყოველდღიური ცხოვრების რიტმი.

პანდემიის პირობებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად, შშმ ბავშვებს შეეზღუდათ მათთვის ჩვეული ფორმატით თერაპიების მიღების შესაძლებლობა. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა საგანმანათლებლო პროცესებმა.

ახალმა გარემოებამ, შშმ ბავშვის მშობლები მრავალი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. გადაუდებელ აუცილებლობად გამოვლინდა მშობელთა ინფორმირება და კონსულტირება სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვების ემოციური მხარდაჭერა შეცვლილი ცხოვრების წესის გამო; ბავშვის გართობის, განვითარებისა და განათლების უწყვეტი და ალტერნატიული გზები არსებული რეალობის გათვალისწინებით; მშობელთა დამატებითი როლი და პასუხისმგებლობები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და მრავალი სხვ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი არხი – განათლება, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, გაეროს ბავშვთა ფონდი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ-ჯორჯია“, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, 25 აპრილიდან წარმოგიდგენთ გადაცემას „მშობლის საათი“.

გადაცემა ეთერში გავა კვირაში ორჯერ, შაბათს და კვირას 13:00 საათზე.

წამყვანი – მაკა ცინცაძე

ვიდეო