კინოკლუბი
შაბათი, 21:00

„კინოკლუბი“ პირველი არხი | ტელესკოლის ეთერშია ყოველ შაბათს, 21:00 საათზე.

შემეცნებით-ახალგაზრდული გადაცემა, კინოფესტივალების სტრუქტურის დაახლოებითი ანალოგია, სადაც ყველა ის კომპონენტია წარმოდგენილი, რაც საშუალო თუ მაღალი სტანდარტის კინოფესტივალზე გვხვდება.

გადაცემა ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ნაწილი მოიცავს უშუალოდ ფილმს, რომელიც გადის ეთერში/სტუდიაში, მეორე ნაწილში კი ამ ფილმის გარშემო იმართება მსჯელობა. გადაცემას ჰყავს მოდერატორი და ახალგაზრდებით დაკომპლექტებული აუდიტორია, რომლებიც ერთად მასპინძლობენ არჩეული ფილმის რეჟისორს, მსახიობს, ოპერატორს ან გუნდის სხვა წევრს.

„კინოკლუბის“ სტუმრები არიან ახალგაზრდა, დამწყები ავტორები, ასევე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კინორეჟისორები, თუ მსახიობები; ვინც შექმნა კინოს ეპოქა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც თქვა ქართული სიტყვა კინოს მეშვეობით. ფილმის ყურების შემდეგ, მოწვეული სტუმარი, კინოკლუბის წევრებთან ერთად, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მსჯელობს ფილმზე.

ვიდეო/აუდიო