იონას საქართველო
კვირა, 22:30

კვირა, 22:30

სტუდია ეპოქა წარმოგიდგენთ აკა მორჩილაძის პროექტს „იონას საქართველო”.

XVIII საუკუნის მიწურული და XIX საუკუნის დასაწყისი – დიდი ცვლილებები საქართველოში და ამ დროის დიდი წიგნი, ქართველთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალური ისტორიებით.

იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით მოთხრობილი ამბები.

აკა მორჩილაძის მოგზაურობა „იონას საქართველოში“.

 

პროექტის ავტორი და პროდიუსერი – ქეთევან სადღობელაშვილი
ავტორი და მთხრობელი – აკა მორჩილაძე
რეჟისორი – გიორგი ებრალიძე