ორშაბათი-პარასკევი, 18:30
სტუდია „ეპოქა“ წარმოგიდგენთ აკა მორჩილაძის პროექტს „იონას საქართველო”.
XVIII საუკუნის მიწურული და XIX საუკუნის დასაწყისი – დიდი ცვლილებები საქართველოში და ამ დროის დიდი წიგნი, ქართველთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალური ისტორიებით.
იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მიხედვით მოთხრობილი ამბები.
აკა მორჩილაძის მოგზაურობა „იონას საქართველოში“.
პროექტის ავტორი და პროდიუსერი – ქეთევან სადღობელაშვილი
ავტორი და მთხრობელი – აკა მორჩილაძე
რეჟისორი – გიორგი ებრალიძე