ფერმა
კვირა, 14:00

პროექტის ავტორი და პროდიუსერი – თამარ ბოლქვაძე
წამყვანი – მიშო ტატანაშვილი
ჟურნალისტები – თამთა წერეთელი და თამარ პატატიშვილი
კონსულტანტი – რუსუდან გიგაშვილი

გადაცემის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, დაინტერესებულ პირთა აგროსფეროში განათლებას, დამწყები ფერმერებისთვის საჭირო რეკომენდაციების მიწოდებას, როგორ უნდა დაგეგმონ და განავითარონ საკუთარი მეურნეობა, ახალგაზრდების აგროპროფესიებით დაინტერესებას და აგრობიზნესის მართვის თანამედროვე ტენდენციების ცოდნას.

გადაცემა შედგება რამდენიმე რუბრიკისგან:

1. „ერთი დღე ფერმაში“- წამყვანი ეცნობა წარმატებული ან დამწყები ფერმერის მეურნეობას – რით დაიწყო და რა შედეგს მიაღწია, რისი ცოდნა და რა გამოცდილება დაჭირდა მეურნეობის მართვისთვის, რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე და რას აპირებს სამომავლოდ;

2. რუბრიკა „არტიშოკი“- რატომ დაინტერესდნენ ქალაქელები ფერმერული საქმიანობით, როგორია მათი სოფელში ცხოვრება და რა შეცვალა მათ მსოფლმხედველობაში ბუნებასთან ურთიერთობამ, რატომ გაუჩნდათ ახალგაზრდებს სოფელში დაბრუნების სურვილი და რა შედეგი მოაქვს განათლებაზე დაფუძნებულ საქმეს;

3. რუბრიკა „უკეთ რომ აკეთო“- გრაფიკულ-ანიმაციური რჩევები ფერმერებისთვის, რა, სად, როდის და როგორ უნდა აკეთო, რომ მიიღო კარგი შედეგი.

ვიდეო/აუდიო