ექვსი და (U)
ორშაბათი-პარასკევი, 16:00

ორშაბათი – პარასკევი, 16:00

XX საუკუნის დასაწყისი, ესპანეთი.  ულამაზესი დები საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლები არიან. მათი ცხოვრება უზრუნველია – ფუფუნების საგნები, თვალისმომჭრელი წვეულებები, დახვეწილი მანერები და სტილი.

ექვსი და – ექვსი განსხვავებული ხასიათი და გარემოებები, რაც თითოეული მათგანის პირად ცხოვრებას განსაზღვრავს.

დების ცხოვრება მამის გარდაცვალების შემდეგ იცვლება. ქალებს მოუხდებათ გადარჩენისათვის ბრძოლა, მამის საქმიანობის გაძღოლა, ფაბრიკის მართვა, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

სერიალში წარმოჩენილია ქალთა უფლებების საკითხი. ამ პერიოდში ქალი მამაკაცზე დამოკიდებულად მიიჩნეოდა. ქალებს საზოგადოებაში არსებული ტრადიციების, სტერეოტიპული აზროვნების წინააღმდეგაც უხდებოდათ ბრძოლა.

ვიდეო/აუდიო