ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია
კვირა, 19:50

„ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“

ექსპონატებით ისტორიის მოყოლა მუზეუმებისთვის მიღებულ ფორმატს წარმოადგეს.

პროექტს ჯერ კიდევ 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ საავტორო რუბრიკის გაძღოლა დაიწყო ჟურნალში National Geographic საქართველო.

იგი მკითხველს თითოეულ ნომერში  ჩვენი ქვეყნის ისტორიას ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული ექსპონატების საშუალებით მოუთხრობდა.

2019 წლიდან კი პროექტი ტელე-რადიო ფორმატის სახეს იძენს და საქართველოს პირველი არხი ეროვნულ მუზეუმთან ერთად წარმოგიდგენთ გადაცემას „ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“.

პროექტის ფარგლებში, თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, გაეცნოთ საქართველოს ისტორიას, უძველესი გეოლოგიური ეპოქებიდან დაწყებული – თანამედროვეობამდე. გაეცნოთ თავად უნიკალური ექსპონატების ისტორიებს და მათ აღმომჩენ მეცნიერებს, შეიტყოთ მათი სამეცნიერო მნიშვნელობის შესახებ და გაიგოთ ისეთი ფაქტები, რომლებსაც ვერც საგამოფენო ეტიკეტზე ამოიკითხავთ და ვერც საინფორმაციო დაფაზე.

ავტორი და წამყვანი – აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე

პროდიუსერი და ფორმატის ავტორი – გიორგი გაფრინდაშვილი

ჟურნალისტი – ელენე ჩიტალაძე

რედაქტორი – ნათია ხულუზაური

მონტაჟის რეჟისორი – გიორგი დეკანოიძე, ნესტან სინჯიკაშვილი

ვიდეო/აუდიო