ორშაბათი-პარასკევი, 14:00
ამერიკული დოკუმენტური სერიალი – დროისა და სივრცის მიღმა, მორგან ფრიმენთან ერთად სამყაროს არსის შეცნობას ეძღვნება.
კაცობრიობას უხსოვარი დროიდან აინტერესებდა: როგორ გაჩნდა სიცოცხლე, რა იყო დასაწყისამდე, ვართ თუ არა კოსმოსში მარტო, არსებობს თუ არა სამყაროს შემქმნელი. ამ მარადიულ კითხვებზე პასუხის მიგნებას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა მეცნიერება, კულტურა, თუ რელიგია. იქმნებოდა ფილოსოფიური თეორიები, ყალიბდებოდა სხვადასხვა მოსაზრება.
თანამედროვე მსოფლიოში მეცნიერების დარგები ისე განვითარდა, რომ შესწავლილმა და დადასტურებულმა ფაქტებმა, კვლევის შედეგებმა, თუ აღმოჩენებმა ბევრ საიდუმლოებით მოცულ კითხვას გასცა ამომწურავი პასუხი.
დოკუმენტურ სერიალში ასახულია ასტროფიზიკის, ბიოლოგიის, კვანტური მექანიკის და სხვა სფეროებში მიღწეული თანამედროვე აღმოჩენები.