შაბათი; 21:25
პროგრამაში მოგასმენინებთ სხვადასხვა სტილის და ჟანრის მუსიკას, გაგაცნობთ გამოჩენილი მუსიკოს-შემსრულებლების ხელოვნებას, ვისაუბრებთ საბავშვო მუსიკის სიახლეებზე, შეგახვედრებთ თქვენს თანატოლებს – დამწყებ მუსიკოსებს, შეიტყობთ ხელოვნების უახლეს ამბებს.
რუბრიკაში “თქვენი თხოვნით” თქვენს საყვარელ მუსიკალურ ნაწარმოებებს მოგასმენინებთ. ვისაც მუსიკალური ცოდნის შემოწმება სურს – ვიქტორინას ვთავაზობთ.
ასე რომ, ყველას, ვისაც მუსიკა უყვარს, ვიწვევთ შაბათს, 21:10 საათზე, საყმაწვილო – მუსიკალურ პროგრამაზე “დო-რე-მი”.