დებატები
21 ოქტომბერი, 22:00

წამყვანი – გიორგი გვიმრაძე.

21 ოქტომბერს, 22:00 საათზე საქართველოს პირველ არხზე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები გაიმართა.

დებატები ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებელ გარემოში, სადაც კანდიდატებმა ამომრჩეველს საკუთარი პოზიცია თანაბარ პირობებში გააცნეს.

მონაწილეების რიგითობა მათი საარჩევნო ნომრის მიხედვით განისაზღვრა. სპიკერები თავად პარტიებმა შეარჩიეს. დებატები უზრუნველყოფილი იყო სურდო თარგმანით. საქართველოს პირველმა არხმა უზრუნველყო დებატების თარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე, ის გადაიცა საქართველოს რადიოს ეთერით.

დებატებში მონაწილეობა უნდა მიეღო ექვსი კვალიფიციური პარტიის, კერძოდ: „კოალიციის ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპელი დემოკრატების“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „გირჩის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს, თუმცა „კოალიციამ ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ვიდეო/აუდიო