დაუნტონის სააბატო (U)
ყოველდღე - 20:00, ორშაბათი-პარასკევი - 21:30 

ყოველდღე – 20:00; ორშაბათი-პარასკევი – 21:30

„ოქროს გლობუსისა” და „ემის” მფლობელი, გახმაურებული ბრიტანული სერიალი 2011 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

ინგლისი, 1912 წელი. დაუნტონის სააბატოს მემკვიდრეები „ტიტანიკის” ჩაძირვის შედეგად იღუპებიან. ოჯახის ზოგიერთი წევრის მოლოდინის მიუხედავად, გრაფის უფროსი ქალიშვილი მერი ქონებას ვერ მიიღებს.

მემკვიდრეობა მამაკაცის ხაზით უნდა გაგრძელდეს. საგვარეულო საგრაფოში ტიტულისა და უდიდესი მამულის მისაღებად საშუალო წრის წარმომადგენელი, მათი შორეული ნათესავი მეთიუ, დედასთან ერთად გამოცხადდება. ოჯახის ზოგიერთი წევრი ახლა გამოსავალს მეთიუსა და მერის დაქორწინებაში დაინახავს…

არისტოკრატების ცხოვრების ბრწყინვალების პარალელურად, ფილმში ასახულია უბრალო ადამიანების ყოფა.

სერიალში წარმოჩენილია XX საუკუნის დასაწყისში ინგლისში არსებული ვითარება – ტექნიკური პროგრესი, ქალთა ემანსიპაცია, პირველი მსოფლიო ომი, გრიპის პანდემია და სხვა თემები.

ვიდეო/აუდიო