საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ „ბიბისის“ სერიალს, რომელიც ჯერალდ დარელის ავტობიოგრაფიული ნაშრომების მიხედვით შეიქმნა.
სერიალი „დარელების ოჯახი“ (U) ეთერშია ყოველ სამუშაო დღეს, 19:00 საათზე.
XX საუკუნის დასაწყისი, ლონდონი.
ახალგაზრდა ქალმა, ლუიზამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ოთხი შვილის მომავალზე უნდა იზრუნოს.
ლუიზა თამამ გადაწყვეტილებას იღებს და უკეთესი ცხოვრების იმედით, ლონდონიდან საბერძნეთის კუნძულ კორფუზე გადადის საცხოვრებლად.
ზღვისპირა კუნძულზე უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. ქალი სირთულეებს არ უშინდება – მისი ყოველდღიურობა გადარჩენისთვის ბრძოლა და ამავე დროს ბედნიერი მომავლის ძიებაა.