ჩვენი კლინიკა
პარასკევი, შაბათი, 22:00

ქართული სატელევიზიო სერიალი „ჩვენი კლინიკა“(U) პირველი არხის ეთერშია ყოველ პარასკევსა და შაბათს, 22:00.

სერიალი მოიცავს სამედიცინო კლინიკის თანამშრომლების, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ყოველდღიურ ყოფას. სიუჟეტური ხაზი გაჯერებულია ადამიანური გრძნობებითა და დრამატიზმით. სერიალი მეტ-ნაკლებად ასახავს კლინიკაში მისული ყველა საზოგადოებრივი, პროფესიული თუ სოციალური ჯგუფის წევრების ცხოვრებას. სერიალს აქვს შემეცნებითი ხასიათიც და საინტერესოდ გვიამბობს ამა თუ იმ დაავადების წარმოშობასა და მკურნალობის მეთოდებზე.

სცენარი – ირაკლი ჯიბღაშვილი; დამდგმელი რეჟისორი – ლევან ახობაძე, რეჟისორი – გიორგი მოლოდინაშვილი; დამდგმელი ოპერატორები: გიორგი ვაწაძე, გიორგი ვაშაყმაძე, გიორგი სიგუა; დამდგმელი მხატვარი – ოთარ მურაჩაშვილი; კომპოზიტორი – მამუკა (პეკე) ბეგაშვილი; მთავარი პროდიუსერი – ბექა ბარამიძე; აღმასრულებელი პროდიუსერი – ნინო მდევაძე; როლებში: აკაკი ხიდაშელი, მარი კიტია, ნიკა ჭკადუა, სოფო ლომჯაია, ქეთი ხიტირი, თემიკო ჭიჭინაძე, ლიკა ქობულაძე, მატილდა კატალია, ლევან თოდუა, ნიკა ჩხაიძე, ნინო შუშიაშვილი, ანდრია ზაქარაია, ანანო ღიბრაძე, კესო დვალიშვილი, ჯონი ჯანაშია.

ვიდეო/აუდიო