არჩევნები 2024
ორშაბათი-პარასკევი, 20:20

ორშაბათი-პარასკევი, 20:20

წამყვანი – მაკა ცინცაძე

გადაცემა „არჩევნები 2024“ ეთერშია 8 ოქტომბრიდან 20:20 სთ-ზე. პირველი არხი თანაბარ დროს უთმობს ყველას, ვინც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს. გადაცემის მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმის თობაზე, თუ რას სთავაზობენ ამომრჩეველს საპარლამენტო მანდატების მსურველები.

პოლიტიკური სუბიექტები გადაცემაში პარტიული ნომრების რიგითობით იქნებიან მოწვეულები. წარმომადგენელს თავად შეარჩევენ, რომელიც ჩართვის რეჟიმით, პირისპირ ფორმატში  უპასუხებს წამყვანის შეკითხვებს. სასაუბრო თემები კი შეეხება მათ საარჩევნო პროგრამებს, დაპირებების განხორციელების შესაძლებლობებს, საგარეო კურსს,  სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკასა და სხვა საკითხებს.

ვიდეო/აუდიო