ამომავალი მზე (U)
ორშაბათი - პარასკევი, 19:00

ორშაბათი – პარასკევი, 19:00

სერიალში მთავარ როლს ბრაზილიელი ვარსკვლავი ჯოვანა ანტონელი განასახიერებს.

ბრაზილიურ სერიალში ასახულია ულამაზესი ალისისა (Alice) და მარიოს (Mario) სიყვარულის ამბავი. ისინი ერთად იზრდებოდნენ. წყვილი ხასიათით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

ალისი სასწავლებლად იაპონიაში მიემგზავრება. იქ გაიცნობს სეზარს (César) და ბრაზილიაში მასთან ერთად ბრუნდება.

სეზარი ერთი შეხედვით იდეალური მამაკაცია, თუმცა მას შეყვარებულის ბიზნესი უფრო აინტერესებს, ვიდრე თავად ქალი.

მარიო ალისის არყოფნის დროს გააცნობიერებს, რომ ის თავდავიწყებით უყვარს, თუმცა მიზნის მისაღწევად თავისი იმპულსური ხასიათის გაკონტროლება უნდა შეძლოს, უნდა იბრძოლოს დიდი სიყვარულისთვის.

 

ვიდეო/აუდიო