საქართველოს ნაკრების 21 წლის მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე (6 კეპი) ტოპ 14-ის “ბრივიდან”, რომელშიც ორი წელი ირიცხებოდა, პროდ2-ის “ორიაკში” გადავიდა. ცუცქირიძემ ახალ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.
ახალგაზრდა მორაგბე კონტრაქტის მიხედვით პირველ სეზონში ესპუარებში ჩაირიცხება, ხოლო მომდევნო ორ სეზონში კი მას კლუბთან პროფესიონალური ხელშეკრულება ექნება.
“ორიაკში” მას ქართველ მორაგბეთაგან საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი დახვდებიან.