ზვიად ნაჭყებია „სამტრედიიდან“ კარიერას ჩეხურ „ზლინში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ზვიად ნაჭყებია „სამტრედიიდან“ კარიერას ჩეხურ „ზლინში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ზვიად ნაჭყებია ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდში, „ზლინში“ გააგრძელებს კარიერას. „სამტრედიის“ 24 წლის თავდამსხმელმა ჩეხურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და გუნდთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

ზვიად ნაჭყებიას „სამტრედიასთან“ კონტრაქტის ვადა ეროვნულ ლიგაში სეზონის დასრულებისთანავე ამოეწურა. ასევე მოხდა გუნდის ყველა მოთამაშის შემთხვევაში და ჯერ უცნობია, ახალ სეზონში „სამტრედია“ რა შემადგენლობით ითამაშებს.

ნაჭყებია თამაშობდა „დინამო თბილისის“ აკადემიაში, საიდანაც 2018 წლის აგვისტოში „ვიტ ჯორჯიაში“ გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდა. 2023 წელს თავდამსხმელი „სამტრედიამ“ მიიწვია.

ნაჭყებია ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა, მან 33 შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა და ამას გარდა, ანგარიშზე ექვსი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

რაც შეეხება „ზლინს“, ეს გუნდი 18 ტურის შემდეგ ჩეხეთის ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა და დიდი ალბათობით, საგაზაფხულო ეტაპზე გასავარდნთა 6-გუნდიან ჯგუფში ითამაშებს.