პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში მხედველობა დაქვეითებულ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზვიად გოგოჭურმა 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი დაიმსახურა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი -66 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი გამჯაშვილი გახდა.