ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენი“ იწვევს - „ბორდო“ ტრანსფერის სანაცვლოდ ექვს მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენი“ იწვევს - „ბორდო“ ტრანსფერის სანაცვლოდ ექვს მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევ ნახევარმცველს, ზურიკო დავითაშვილს საფრანგთის ლიგა 1-ში დაწინაურებული „სენტ ეტიენი“ იწვევს – ინფორმაციას გამოცემა Footmercato ავრცელებს.

„საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა, რომელმაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე პირველად იასპარეზა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს ამ წარმატებაში ზურიკო დავითაშვილიც მონაწილეობდა, რომელიც ქართული გუნდის „ჯოკერი“ იყო.

23 წლის მარჯვენა გარემარბმა თავისი ქვეყნის ნაკრების ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და შთამბეჭდავად ითამაშა. მას „ბორდოშიც“ კარგი სეზონი ჰქონდა – 39 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

წარმატებული სეზონის შემდეგ ქართველი ფეხბურთელით „სენტ ეტიენი“ დაინტერესდა და „ბორდოსთან“ მოლაპარაკებები დაიწყო. ჟირონდელები ტრანსფერის სანაცვლოდ, მინიმუმ, ექვს მილიონ ევროს ითხოვენ. „სენტ ეტიენს“ ფეხბურთელთან პირობები ჯერ არ შეუთანხმებია, თავად დავთაშვილი კი ლიგა 1-ში თამაშის შესაძლებლობით დაინტერესებულია“, – წერს footmercato.