ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთში ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი შესანიშნავ ფორმაშია – 22 წლის შემტევმა საფრანგეთის ლიგა 2-ში ისევ გაიტანა და „ბორდო“ „კაენთან“ შეხვედრაში დააწინაურა 1:0.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, რომელიც ბოლო ორ ტურში ლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს („მეცის“ ფორვარდ გიორგი მიქაუტაძესთან ერთად), კვლავ „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა.

ქართველი ლეგიონერის გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და 34-ე ტურის მატჩის მოგებით სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მეორე ადგილს განიმტკიცებს.

დავითაშვილმა ლიგა 2-ში გამართულ 19 შეხვედრაში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა და ამავე დროს მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია.