ზურიკო დავითაშვილმა „გრენობლს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში გოლით დაბრუნდა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის შეხვედრა „გრენობლთან“ აქტიურად დაიწყო, მაგრამ შესვენებამდე მიზანს ვერ მიაღწია. მიუხედავად ამისა, „ბორდომ“ ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ნახევარში დავითაშვილმა 57-ე წუთზე გოლის გატანა მოხერხა. ქართველმა შემტევმა ბურთი მოედნის სიღრმეში მიიღო, მცველს გასცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა – 2:0.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა მესამე გოლი გაიტანა.