ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო შეფასება 5 მილიონ ევრომდე გაიზარდა #1TVSPORT
საფეხბურთო ანალიტიკურმა პორტალმა, Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა და ზურიკო დავითაშვილის შეფასება საგრძნობლად გაიზარდა. „სენტ ეტიენის“ ქართველი შემტევის სატრანსფერო ფასი 5 მილიონი ევრო გახდა.
23 წლის ფეხბურთელის ფასი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 7 ივლისს 3 მილიონი ევრო იყო, საფრანგეთის ლიგაში 1-ში ჩატარებული თამაშების შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვნად, 2 მილიონით გაიზარდა.
სატრანსფერო ფასი შეეცვალა საქართველოს ნაკრების კიდევ სამ მოთამაშეს. „ჯვაროსნებში“ პირველად გამოძახებული „სარაევოს“ თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის შეფასება 500 ათასიდან 800 ათასამდე გაიზარდა.
მანამდე „კრაკოვიას“ კაპიტნის, ოთარ კაკაბაძის შეფასება 1,5 მილიონი ევრო გახდა. ბუდუ ზივზივაძის ფასი 1,8 მილიონია (იყო 900 ათასი), ხოლო დონეცკის „შახტარის“ მცველის, ირაკლი აზაროვის – 5,0 მილიონი (ნაცვლად 3,5 მილიონისა).