ზურიკო დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ის თვის საუკეთესო გოლებს შორისაა ნომინირებული [ვიდეო] #1TVSPORT
„ოსერის“ კარში ზურიკო დავითაშვილის გატანილი გოლი საფრანგეთის ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო გოლებს შორისაა ნომინირებული.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში, 5 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა „ოსერთან“ გასვლით შეხვედრაში ჰეთთრიქი შეასრულა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და „სენტ ეტიენს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ამავე დროს, ზურიკო ისტორიაში მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა ალექსანდრე იაშვილის შემდეგ, რომელმაც ტოპ-5 ლიგაში ჰეთთრიქი შეასრულა.
დავითაშვილმა თავი მე-15, 54-ე და 86-ე წუთებზე გამოიჩინა. ფრანგულმა ვებგვერდმა ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლი გამოარჩია.
ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულზე.