ზურიკო დავითაშვილის გოლი ევრო 2023-ის საუკეთესო გოლებში მესამე ადგილზე დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT
უეფა-მ რუმინეთსა და საქართველოში ახლახან დასრულებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გოლები გამოაქვეყნა. მესამე ადგილზე ნიდერლანდების კარში ზურიკო დავითაშვილის გატანილი გოლი დასახელდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევმა ნახევარმცველმა ამ გოლის გატანა უმნიშვნელოვანეს დროს შეძლო. 42-ე წუთზე 22 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავი დრიბლინგის დაწყებამდე ბურთი თითქმის მოედნის ცენტრში მიიღო, შემდეგ ხუთ მცველს გასცდა და ნიდერლანდელების კარის ბადე შეარხია.
პირველ ადგილზე „რენისა“ და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, არნო კოლიმუენდოს გოლი დაასახელეს, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე იტალიას გაუტანა, ხოლო მეორეზე „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების შემტევის, სერხიო გომესის გოლი გავიდა.
ევრო 2023-ის სამი საუკეთესო გოლი:
1. არნო კოლიმუენდო (საფრანგეთი-იტალია)
2. სერხიო გომესი (ესპანეთი-უკრაინა)
3. ზურიკო დავითაშვილი (საქართველო-ნიდერლანდები)