ზურიკო დავითაშვილის ასისტით „სენტ ეტიენმა“ სეზონში პირველად გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებიდან საფრანგეთში დაბრუნებულმა ზურიკო დავითაშვილმა „სენტ ეტიენში“ „ლილის“ წინააღმდეგ ითამაშა და საგოლე გადაცემით გუნდს სეზონში პირველ გამარჯვებაში დაეხმარა – 1:0.
„ჯვაროსნების“ ნახევარმცველი ლიგა 1-ის მე-4 ტურში ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და ახალ გუნდში აქტივში პირველი შედეგიანი მოქმედება ჩაიწერა.
მე-6 წუთზე ზურიკო მარჯვენა ფლანგზე მცველს ეფექტურად გაცდა და საჯარიმოში შესულმა მეტიუ კაფარო მონახა, რომელმაც ზუსტი გასროლით ანგარიში გახსნა. ეს მიმდინარე სეზონში „სენტ ეტიენის“ პირველი გოლი იყო.
შემდეგ დავითაშვილს თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ კარგი შანსით ვერ ისარგებლა. ქართველმა შემტევმა რეალური შანსი მეორე ტაიმის დამატებულ წუთებზეც მიიღო და მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული 4 ტურის შემდეგ „სენტ ეტიენმა“ პირველი ქულები მოიპოვა და 3 ქულით ბოლო ადგილს თავი დააღწია.