ზურიკო დავითაშვილი - სირთულეების გამო, გიბრალტართან უფრო ყურადღებით და მოტივაციით ვითამაშებთ #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა გიბრალტართან ერთა ლიგის დასკვნითი, მეექვსე ტურის მატჩზე. „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველის თქმით, საქართველოს ნაკრებისთვის ამ დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს და გუნდის მოტივაციაზეც ისაუბრა.
„საკმაოდ წარმატებული წელი იყო ნაკრებისთვის. დაგვრჩა ბოლო ოფიციალური თამაში, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის შემტევის თქმით, სირთულეები ხანგრძლივ მგზავრობასა და ხელოვნურ საფარზე თამაშს უკავშირდება.
„ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის შემდეგ, ხანგრძლივი მგზავრობა გვქონდა, ხელოვნურ სტადიონზე მოგვიწევს თამაში, მაგრამ ვფიქრობ, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უფრო ყურადღებით და მეტი მოტივაციით ვითამაშებთ“.
გიბრალტარსა და საქართველოს შორის ერთა ლიგის C4 ჯგუფის შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.