ზურიკო დავითაშვილი - შევეცდებით, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან უკეთ ვითამაშოთ #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა ბულგარეთთან ბოლო ორ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა – შემოდგომაზე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ის ერთადერთი იყო „ჯვაროსნებდიან“, ვინც მასპინძლების კარი აიღო – 2021 წლის 8 სექტემბერს გუნდი 1:4 დამარცხდა.
რაზგრადში კი დავითაშვილის გოლით დაიწყეს „ჯვაროსნებმა“ ბულგარელების განადგურება ერთა ლიგის ახალი გათამაშების მეორე ტურში, რომელიც საბოლოოდ ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 12 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოსთან მოგებული მატჩის შემდეგ დაიწყო საქართველოს ნაკრების 7-მატჩიანი წარმატებული სერია, რომელშიც გადამწყვეტი სწორედ დავითაშვილის მიერ 82-ე წუთზე გატანილი გოლი აღმოჩნდა.
„მივულოცავ ამ გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივარს. თამაშს რაც შეეხება, ანგარიშის მიუხედავად, რთული შეხვედრა იყო. მაგრამ სწრაფი გოლი გავიტანეთ.
გოლი გამიხარდა, მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, გუნდის ინტერესებია. ანგარიშს რაც შეეხება, ასეთი უპირატესობით მოგება ძალიან სასიხარულოა. შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებაც და ის დასანანი ორი გოლი არ გაგვეშვა. მაგრამ დღეს მთავარი მიზანი გამარჯვება იყო, რაც მოვახერხეთ.
ამას გარდა, ბულგარეთთან რევანში გვქონდა ასაღები და კარგია, რომ მოვიგეთ. შემდეგ მატჩში შევეცდებით, რომ უკეთაც ვითამაშოთ. ჩრდილოეთ მაკედონია კი ვიცით, ჩვენთვის რა მეტოქეა და რას წარმოადგენს“.