ზურიკო დავითაშვილი - მიქაუტაძის პოკერი გამიხარდა, მას ახლა ეს ძალიან სჭირდებოდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - მიქაუტაძის პოკერი გამიხარდა, მას ახლა ეს ძალიან სჭირდებოდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა ტაილანდის ნაკრებთან გამართული ამხანაგური შეხვედრის შესახებ, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რეკორდული ანგარიშით, 8:0 მოიგო. „ბორდოს“ შემტევმა ნახევარმცველმა ეფექტური გოლებით დუბლი შეასრულა.

„ვერ ვიტყვი, რატომ მქონდა პირველი დუბლის შემდეგ ნაკლები ემოცია. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ამხანაგური თამაში იყო და განსაკუთრებული აღნიშვნისგან თავი შევიკავე.

რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ორი გოლი გავიტანე. მეტოქიდან გამომდინარე, მეტიც შეგვეძლო. მოსაგებად ყველაფერს ვაკეთებდით და მოწინააღმდეგის დაუფასებლობას ადგილი არ ჰქონია.

ასეთი რეკორდული მოგება ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან წაგვადგება. კვიპროსთან ვნახავთ, ამ მოგებამ ჩვენზე რა გავლენა მოახდინა.

პირდაპირ ვამბობ, რომ იმავე თამაშს ველით კვიპროსთან, რაც ტაილანდთან ვაჩვენეთ. ქართველი ხალხი შემტევი ფეხბურთის მოლოდინშია და იმედია, ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ჩვენ გვინდა.

მიქაუტაძის პოკერი ძალიან გამიხარდა, მას ახლა ეს ძალიან სჭირდებოდა. ჯერჯერობით „აიაქსში“ საქმე ისე არ წაუვიდა, როგორც სურდა, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.