ზურიკო დავითაშვილი - იმედი მაქვს, მოახლოებულ მატჩებს ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ #1TVSPORT
„სენტ-ეტიენში“ ჩატარებული წარმატებული თამაშის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი პოზნანში საქართველოს ნაკრების შეკრებას შეუერთდა და ერთა ლიგაზე უკრაინასთან და ალბანეთთან უმნიშვნელოვანეს მატჩებზე კომენტარი გააკეთა.
„ორი მნიშვნელოვანი თამაში გვექნება. ნაკრებში, როგორც ყოველთვის, დადებითი განწყობაა და ყველას გვიხარია აქ ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მოახლოებულ მატჩებს ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ.
კლუბში მაღალ დონეზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფეხბურთელს ფსიქოლოგიურად ძალიან ეხმარება. გახარებული ვარ, წარმატებული თამაში ახლა სანაკრებო დონეზე უნდა გავაგრძელო.
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სექტემბერში ნაჩვენები თამაშის დონე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, სადაც გარკვეული ხარვეზები გვქონდა“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერი“ დავითაშვილის შთამბეჭდავი თამაშის წყალობით 3:1 დაამარცხა. სამივე გოლი 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატში ჰეთთრიკი შეასრულა.
დავითაშვილს ანალიტიკურმა ვებგვერდმა Whoscored-მა უმაღლესი შეფასება, 10 ქულა დაუწერა და ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.