ზურიკო დავითაშვილი - გუნდში კარგი განწყობაა, სექტემბერში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - გუნდში კარგი განწყობაა, სექტემბერში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ #1TVSPORT

ოქტომბრის მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა და ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, ივა გელაშვილმა ისაუბრეს.

ზურიკო დავითაშვილი: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. უნდა გამოვასწოროთ სექტემბერში დაშვებული შეცდომები. მიზანი ორივე თამაშის მოგებაა. კვიპროსი რთული მეტოქეა და, ჩემი აზრით, შეგვიძლია კარგი ფეხბურთით გამარჯვების მოპოვება. რაც შეეხება ტაილანდის ნაკრებთან შეხვედრას, გუნდში ბევრი ფეხბურთელია გამოძახებული და ალბათ ყველას მიეცემა თამაშის საშუალება“.

ივა გელაშვილი: „გახარებული ვარ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით. ამ გუნდში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. სასიამოვნოა სამწვრთნელო შტაბისგან ნდობა და შანსის მიღება. მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის. კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ, ჩვენი დადებითი მხარეები წარმოვაჩინოთ და ორივეში გავიმარჯვოთ.

საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ტაილანდს ამხანაგურად დაუპირისპირდება, ხოლო 15 ოქტომბერს ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ეგიდით კვიპროსს შეხვდება. ორივე მატჩი „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ოქტომბრის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

12 ოქტომბერი, 20:00

საქართველო – ტაილანდი

15 ოქტომბერი, 17:00

საქართველო – კვიპროსი