ზურაბ ზვიადაური - ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები, რომლითაც ამაყობდით
ზურაბ ზვიადაური - ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები, რომლითაც ამაყობდით

თელ-ავივში გამართულ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს. აღნიშნულ ფაქტს ყოფილი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ –

“დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი -0!

მე, როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე, რა ხდება ძიუდოში!

არ ვიცი საიდან დავიწყო.. ამას ვამბობდი წლების უკან, რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ, არავინ  არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა, ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე… შეიძლება კიდევ ის მომაწერონ, რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ,  არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს, როგორც წლების უკან !

ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო, რომ ფედერაციას ფული არ აქვს ეს ტყუილია! ფედერაციამ 6 თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით… აი თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორტსმენს დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია!

მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი…… ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები, რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო”,-წერს ზვიადაური.

დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი -0! მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო…

Posted by Zura Zviadauri on 2018 წლის 28 აპრილი, შაბათი