ზურაბ ხიზანიშვილი - ბუდუ ზივზივაძე სანაკრებო სიაშია #1TVSPORT
ზურაბ ხიზანიშვილი - ბუდუ ზივზივაძე სანაკრებო სიაშია #1TVSPORT

„მიიწვევს თუ არა საქართველოს ნაკრეში ვილი სანიოლი ბუდუ ზივზივაძეს, რომელიც რეგულარულად იტანს გოლებს, მაგრამ ვლადიმირ ვაისი არ სწყალობდა“, – საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანის ამ კითხვას ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიანიშვილამ უპასუხა.

„ბუდუ ზივზივაძე სიაშია. არ ვაქცევთ ყურადღებას, რა იყო წარსულში – ასეთია სანიოლის მოსაზრება და მეც ვეთანხმები“, – განაცახდა ხიზანიშვილმა.

ბუდუ ზივზივაძეს ვლადიმირ ვაისი პირველ წლებში იწვევდა, მაგრამ ერთა ლიგის გათამაშების შემდეგ 26 წლის ცენტრალური თავდამსხმელის გვარი მიწვეულთა სიაში აღარ ფიგურირებდა. შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე 2020 წელს უნგრეთის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში, „ფეჰერვარში“ (ადრე „ვიდეოტონი“) მიიწვიეს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა წინა ხაზში არსებულ კონკურენციაზე ილაპარაკა:

„რადგან შევეხეთ ზივზივაძეს და მიქაუტაძეს, უნდა აღვნიშნოთ – ჩვენ გვყავს ქვილითაია, არაბული, ბევრი კარგი ფეხბურთელი. კაჭარავა ტრავმირებულია, ნაკრებში კიდევ ბევრი ფეხბურთელი მოიაზრება – იგივე არველაძე და მიქელთაძე. მთავარი იქნება, ვის აქვს მეტი სათამაშო პრაქტიკა და ვის აქვს მეტი გატანილი გოლი. ამიტომ ზივზივაძის და არაბულისთვის ნაკრების კარი მუდამ ღია იქნება. ჩვენთვის ფუფუნებაა, რომ საქმე ასარჩევად გვაქვს.

ასე რომ, მარტის სამი თამაშისთვისბევრ მოთამაშეს გამოვიძახებთ. გასათვალისწინებელია, პანდემიაც – არ ვიცით, რა მოხდება – აეროპორტში ვის შეუშვებენ და ვის არა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იქნება ბეჭედდარტყმული სია, ყველსთვის, ვინც თავს გამოიჩენს, ნარების კარი ღია იქნება“.

დატოვე კომენტარი