„საფეხბურთო ტაიმაუტის“ კიდევ ერთი ექსკლუზივი - მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
„საფეხბურთო ტაიმაუტის“ კიდევ ერთი ექსკლუზივი - მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT

ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ოფიციალურად კიდევ ერთი გავრცელებული ფაქტი დაადასტურა – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თქმით, „ჯვაროსნებში“ გიორგი მიქაუტაძის თამაშის საკითხის გადაწყვეტილია.

„ბოლო ინფორმაციით, ყველაფერი მოგვარებულია, მოქალაქეობის საკითხიც გადაწყვეტილია. ასე რომ, თუ სხვა რამემ ხელი არ შეგვიშალა, მიქაუტაძეს ნაკრებში მივიწვევთ. ეს მეც მახარებს, რადგან ზოგადად ჩვენთვის და საქართველოსთვის ახალი ფეხბურთელია. ბელგიის ჩემპიონატში მისი რამდენიმე თამაში ვნახე. შესაძლოა, ვინმემ სკეპტიკურად თქვას, რომ ბელგიის მეორე ლიგაში თამაშობს, მაგრამ როდესაც ფეხბურთელი გოლს გოლზე იტანს, როგორ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს“, – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ხიზანიშვილმა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მიქაუტაძის სათამაშო თვისებები დაახასიათა:

„ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. მასზე ასეთი შთაბეჭდილება ჩამომიყალიბდა – არატიპური ქართული მენტალიტეტის მქონე თავდამსხმელია – ჩვენ ხომ ქართველ ფორვარდებს კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მიქსი გამოვა. მნიშნელოვანია, ისიც, ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელი როგორ გაიხსნება. ვიცი ბევრი კარგი ფეხბურთელი, რომლებიც ნაკრებებში ვერ თამაშობენ. ჩვენ მიქაუტაძის შემთხვევაში იმედიანად ვართ“.