ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა #1TVSPORT
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ბაირამოვს დაუპირისპირდა. ქართველმა ფალავანმა ძალზედ დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 4:3 დაამარცხა და მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნიკა კენჭაძემ (79კგ) სომეხი სპორტსმენი დამაჯერებლად 10:0 დაამარცხა და წლევანდელ ევროპის პირველობის ბრინჯაოს მსოფლიო ჩემპიონატის ამავე სინჯის მედალი შემატა. ტურნირზე ვერცხლის მედალი მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.
მთლიანობაში კი მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის მედლის აღება შეძლო. შვიდი ოქტომბრიდან მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.