ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია​ #1TVSPORT
ზურაბ იაკობიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია​ #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) მესამე ადგილისთვის აზერბაიჯანელ ბაირამოვს დაუპირისპირდა. ქართველმა ფალავანმა ძალზედ დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 4:3 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნიკა კენჭაძემ (79კგ) სომეხი სპორტსმენი დამაჯერებლად 10:0 დაამარცხა და წლევანდელ ევროპის პირველობის ბრინჯაოს მსოფლიო ჩემპიონატის ამავე სინჯის მედალი შემატა. ტურნირზე ვერცხლის მედალი მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

მთლიანობაში კი მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის მედლის აღება შეძლო. შვიდი ოქტომბრიდან მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.