ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონია, ბუჯიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალ ჭიდაობაში ქართველმა ფალავანმა, ზურაბ იაკობიშვილმა (70კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან სომეხი არმან ანდრეასიანი დაძაბულ ორთაბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
იაკობიშვილს კონტინენტის ოქროს მედლის გარდა, 65კგ-ში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც აქვს მოპოვებული. დღესვე, ცოტა ხნით ადრე, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 57კგ-ში მოასპარეზე ბექა ბუჯიაშვილი, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბულგარელ სალიმ ნაიმს სძლია.