ქართველი ბურჯი ზურაბ ჟვანია საფრანგეთის „ტოპ 14“-ს ტოვებს და კარიერას ინგლისის „ფრემიერშიფში“ გააგრძელებს.
ჟვანია პარიზულ „სტად ფრანსეში“ 2012 წლიდან თამაშობდა. ქართველმა მორაგბემ გუნდის შემადგენლობაში 101 შეხვედრა ჩაატარა და 8 ლელო დადო. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აკავშირებდა, თუმცა სათამაშო დროის სიმწირის გამო მორაგბემ გუნდის შეცვლა არჩია.
ზურაბ ჟვანია მომავალ სეზონში ლონდონურ „ვოსფში“ ითამაშებს. ტრადიციულ ბრიტანულ კლუბს 150 წლიანი ისტორია აქვს.
„ვოსფზმა“ მას შემდეგ რაც რაგბი პროფესიონალური სპორტი გახდა ექვსჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი (1990, 1997, 2003-5, 2008), ორჯერ მოიგო „ჰაინეკენის თასი“ (2004, 2007) და ერთხელ „ჩელენჯ ქაფი“ (2003).